logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, როგორ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით
- +

7 აპრილი. 2022. 01:00

 

 

„ჩვენ ვხედავთ დაუფარავ განცხადებებს რადიკალური ოპოზიციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი ბელადის, სააკაშვილი მხრიდან, როგორ დაუფარავად მოუწოდებენ ისინი თავიანთ მომხრეებს და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალური პოლიტიკური პარტია ხელისუფლების შეცვლას დემოკრატიული გზით ცდილობს.

„როდესაც ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი, თავისთავად გასაგებია, ნორმალური პოლიტიკური პარტია ცდილობს ყოველთვის დემოკრატიული, საარჩევნო გზით მიაღწიოს ამას, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ძალისმიერი მეთოდებით არის ამ ყველაფრის მცდელობა და არც გამოდის და არც გამოუვათ, ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ არის მოწოდებები, დავამხოთ, ჩამოვახრჩოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, მათი ტაქტიკის არსენალში ჩვენ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ ეს სცენარიც მათთვის მისაღები იქნებოდა. თუკი სააკაშვილი დაუფარავად იძახის იმას, რომ ის არის რეალურად ბელადი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ის აკონტროლებს როგორც საქართველოში მის მიმდევრებს, ასევე უკრაინაში, სადაც მას დიდი ხნის განმავლობაში მოუწია მუშაობა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ წინა განცხადებები, რაც გაკეთდა საქართველოში ასე ვთქვათ, მეორე ფრონტის გახსნის შესახებ და საქართველოს ჩათრევისთვის საომარ მოქმედებებში. გავიხსენოთ ამხანაგ დანილოვის ნათქვამი, უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს მდივანია და პირდაპირ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჩაერეოდა საომარ მოქმედებებში, გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ეს შეამსუბუქებდა მათი მსხვერპლის რაოდენობას, მაგრამ ანალოგიურად ჩვენ მივიღებდით მსხვერპლს საქართველოში“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner