„გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს კენჭს უყრის აშშ-ის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს“, - ამის შესახებ Reuters წერს.
ინიციატივის საფუძვლად სახელდება, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, „ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის შესახებ ცნობები“.
რუსეთისთვის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუციის მისაღებად, გაეროს 193 ქვეყნის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.