logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ქართული ჟურნალისტიკის „შედევრი“ ციკლიდან - ფლავი!
- +

7 აპრილი. 2022. 12:40

 

 

„ტლუ ტვ“-ების „უმფროსებო“, ამ დრიხტიტარო გოგო-ბიჭებს რომ დაარბენინებთ აღმა-დაღმა, პერიოდულად მაინც დაინტერესდით, თავებში მხოლოდ ნამჯა ხომ არ უყრიათ?“ - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

 

„ქართული ჟურნალისტიკის „შედევრი“ ციკლიდან - ფლავი!

 

„ტლუ ტვ“-ების „უმფროსებო“, ამ დრიხტიტარო გოგო-ბიჭებს რომ დაარბენინებთ აღმა-დაღმა, პერიოდულად მაინც დაინტერესდით, თავებში მხოლოდ ნამჯა ხომ არ უყრიათ?

 

თუმცა, მეც ვამბობ, რაღა!

 

რა პერიოდულად უნდა დაინტერესდეთ, მაგათზე უარესები ხართ! ახლა წარმოვიდგინე, როგორ არიგებენ ჭკუაზე მოწაფეებს პატარა ჭუტა და ავი ნოდარა, კინაღამ მოვკვდი სიცილით.

 

ახლა კი ნახეთ „შედევრი“, სადაც ახალი თაობის ჟჟჟუუურრრნალისტი დაკითხვას უწყობს კახა კალაძეს:

 

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ბატონო კახა, ვარლამ მეტონიძე თქვენი მეგობარია?

კახა კალაძე: ვინ?

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ვარლამ მეტონიძე.

კახა კალაძე: არა, პირველად მესმის.

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: არანაირი კავშირი არ გაქვთ?

კახა კალაძე: არანაირი... რა გინდა, აბა?

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ააამმმ... ბრალდებულია ერთ-ერთი.

კახა კალაძე: რაზე?

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: თქვენი მეგობარი არ არის?

კახა კალაძე: საიდან მოიტანეთ?

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ააამმმმ...

კახა კალაძე: მეც გამაგებინეთ, მითხარით... გელოდებით!

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ააამმმ... ამბობენ მეზობლები...

კახა კალაძე: გელოდებით... აგერ ვარ ცოცხალი ადამიანი, ბრალს მდებთ, ვიღაცას იცნობთო? არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობთო, გამაგებინეთ უფრო მეტი დეტალი, რასთან დაკავშირებით მელაპარაკებით, აბა, რა არი?!

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: გკითხეთ, ვარლამ მეტონიძე არის თუ არა თქვენი მეგობარი-მეთქი.

კახა კალაძე: არ არის... თქვენ მეუბნებით, თქვენი მეგობარიაო და დამისახელეთ ერთი ფაქტი, მომიტანეთ მტკიცებულება, რომ ის ჩემი მეგობარია.

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ჩემი მმმმ...

კახა კალაძე: კარგი, გასაგებია... ნუ დაიბნევით, არ ინერვიულოთ.

ჟჟჟჟუუურრრრნალისტი: ერთი წუთით...

 

დასკვნა:

ჰმ... სრული სიტლუე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner