logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: მოგვეცით იარაღი, ჩვენ გავიღებთ მსხვერპლს, ომი არ გასცდება უკრაინას
- +

7 აპრილი. 2022. 11:55

 

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად აღარ იქნება საჭირო ვნახოთ ის, რაც ვნახეთ ბუჩაში და მივიღოთ შოკი. ამის შემდეგ პარტნიორები დასხდნენ და განაცხადონ, რომ მიიღებენ ახალ სანქციებს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„არ მგონია, რომ უკრაინელებმა სიცოცხლე უნდა გაიღონ, დაიტანჯონ იმისათვის რომ პარტნიორებმა შეზღუდვები დააწესონ. როდესაც არ გინდა, უკრაინას მიაწოდო იარაღი, მაშინ გამოდიხარ არგუმენტით, რომ არ მივაწოდოთ იარაღი, რათა ომმა NATO არ ჩაითრიოს, მეორე - მივაწოდოთ უკრაინას იარაღი იმისათვის რომ NATO-მ არ იბრძოლოს, რადგან უკრაინელები გააკეთებენ ყველაფერს ჩვენთვის. მე მგონი, უკრაინელების მიდგომა სამართლიანია და სწორი - მოგვეცით იარაღი, ჩვენ გავიღებთ მსხვერპლს, ომი არ გასცდება უკრაინას“, - განაცხადა კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner