logo_geo
eng_logo
მელანი ჯოლი: კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს NATO-ს სხვა წევრებთან ერთად
- +

7 აპრილი. 2022. 11:50

 

 

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განუცხადა.

 

მისი თქმით, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს NATO-ს სხვა წევრებთან ერთად.

 

„ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. ვიცით, ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს NATO-ს სხვა წევრებთან ერთად.

 

კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ.

 

თითოეულ იურისდიქციას შეუძლია, დააწესოს ძლიერი სანქციები ხალხზე, კერძოდ, ვლადიმერ პუტინსა და მის ოლიგარქებზე. ასევე, მნიშვნელოვან კომპანიებზე, რომლებიც პუტინის ომის მანქანისთვის საწვავს წარმოადგენენ. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ერთიანი ვართ და უზრუნველვყოფთ მცირე თუ დიდ დახმარებას. სწორედ ამიტომ დიდი შვიდეულის შიგნით ყველაფრის კოორდინაციას ვახორციელებთ. ჩემი მხრიდან ველოდები NATO-ს ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ეს არის შეხვედრების სერია. ამ შეხვედრების საშუალებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ვიცით, რომ 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს პარტნიორებს NATO-ს მხრიდან კარგი მხარდაჭერა აქვთ“, - განაცხადა მელანი ჯოლიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner