logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: სურვილებში არაფერი შეცვლილა, ოღონდ, მშვიდობას უფრო მეტი ფასი დაედო...
- +

7 აპრილი. 2022. 13:05

 

 

2 წლის წინ, ხარება დღეს დამიწერია, სურვილებში არაფერი შეცვლილა, ოღონდ, ეგ კია, მშვიდობას უფრო მეტი ფასი დაედო...

 

დედაჩემი  ეუბნება მამაჩემს -

- ვასიკოოო, დღეს ხარებაა.

- მერე, რა უნდა ვქნა?

- რა უნდა ქნა და, უნდა ილოცო, მშვიდობა იყოს ქვეყანაზე, ჩემი ოჯახი და ნაგრამი კარგათ მყავდეს და ჯანმრთელობა  მომეცი-თქოო...

-  მაგას ხარება რათ უნდა, მაგას და პაწა მეტს კიდომ ყოველდღე ვჩივი...

- როის ჩივი, მე არ დამინახავს...

- შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიშიი? შენს გასაგონად რასაც ვამბობ, ნეტა იგი გეყურებოდეს...

 

  ბედნიერი დღეები გაგთენებოდეთ, ხარების ძალა და მადლი გფარავდეთ. გილოცავთ!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner