ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
2 წლის წინ, ხარება დღეს დამიწერია, სურვილებში არაფერი შეცვლილა, ოღონდ, ეგ კია, მშვიდობას უფრო მეტი ფასი დაედო...
დედაჩემი ეუბნება მამაჩემს -
- ვასიკოოო, დღეს ხარებაა.
- მერე, რა უნდა ვქნა?
- რა უნდა ქნა და, უნდა ილოცო, მშვიდობა იყოს ქვეყანაზე, ჩემი ოჯახი და ნაგრამი კარგათ მყავდეს და ჯანმრთელობა მომეცი-თქოო...
- მაგას ხარება რათ უნდა, მაგას და პაწა მეტს კიდომ ყოველდღე ვჩივი...
- როის ჩივი, მე არ დამინახავს...
- შენ უნდა ჩაგაბარო ანგარიშიი? შენს გასაგონად რასაც ვამბობ, ნეტა იგი გეყურებოდეს...
ბედნიერი დღეები გაგთენებოდეთ, ხარების ძალა და მადლი გფარავდეთ. გილოცავთ!!!