logo_geo
eng_logo
CNN: რუსულმა სამხედრო ძალებმა თხრილები გააკეთეს ჩერნობილის ელექტროსადგურთან ახლოს, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკიდურესად რადიოაქტიურ ზონადაა მიჩნეული
- +

7 აპრილი. 2022. 13:30

 

 

„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, უკიდურესად რადიოაქტიურ ზონაში, რუსული სამხედრო პოზიციებისთვის, თხრილებია მოწყობილი“, - ინფორმაციას CNN უკრაინელის სამხედროების მიერ Telegram-არხზე გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, თხრილები, რომლებიც ახლა მიტოვებულია, ე.წ. წითელი ტყის ტერიტორიაზე გაკეთდა. ამ ადგილს ეს სახელი 1986 წლის გაზაფხულზე, რადიოაქტიური გაჟონვის შემდეგ ეწოდა, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის გამო, რადიაციული ზემოქმედებით, ხეები გაწითლდა.

 

ამ ზონაში, რაიმე სამუშაოს წარმოება სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია.

 

ჩერნობილის სადგურის თანამშრომლების განცხადებით, მძიმე რუსული ტექნიკის ზემოქმედებით, გამოთავისუფლებული სქელი რადიოაქტიური მტვერი, შეიძლება, შეისუნთქეს რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც არ ეცვათ რადიაციისგან დამცავი სპეციალური აღჭურვილობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner