„პარლამენტში, სადაც უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, განიხილება და ბოლომდე იქნება მიყვანილი"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კონსტიტუციაში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს და მიიღებს.
„გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათაზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამ საკითხის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება და დარწმუნებული ვართ, რომ პარლამენტში, სადაც უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, განიხილება და ბოლომდე იქნება მიყვანილი", - განაცხადა ვოლსკიმ.