„ჩვენ ყველა საერთაშორისი პლატფორმაზე, ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვაკრიტიკებთ უკრაინაში რუსეთის შეჭრას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ეს ნაბიჯიც, რომ საქართველო ევროკავშირის დეკლარაციას შეუერთდა, სწორედ ამას ადასტურებს. ის ნაბიჯიც, რომ ჰააგაში შეტანილი სარჩელის თანაავტორი ბევრი ქვეყანა არ არის. ჩვენ ვართ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თაობაზე.