logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ბევრი მხარდაჭერა NATO-დან და ევროკავშირიდან, თუმცა მას ნამდვილად სჭირდება მეტი იარაღი
- +

7 აპრილი. 2022. 14:51

 

 

„ყველამ იცის იმ სისასტიკის შესახებ, რომელიც აღმოჩენილია ბუჩაში და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავალ კიევში, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. უკეთ გავიგებთ, რა ხდება ადგილზე“, - ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარი მიიჩნევს, რომ უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება.

 

„პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ბევრი მხარდაჭერა NATO-დან და ევროკავშირიდან, თუმცა მას ნამდვილად სჭირდება მეტი იარაღი. კარგი სიტყვები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პრაქტიკული საკითხები, პრაქტიკული დახმარება, მეტი რესურსი, მეტი სამხედრო შესაძლებლობა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, საერთაშორისო საზოგადოებიდან რუსეთის უფრო მეტი იზოლაცია, მეტი სანქცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დღეს ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ელჩები საბოლოოდ დაამტკიცებენ სანქციების მეხუთე პაკეტს და ახალი შეზღუდვები საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შესათანხმებლად გადაეცემა. ვიმედოვნებ, რომ როდესაც კიევში ჩავალ, მე ამის გამოცხადებას შევძლებ. ნება მიბოძეთ ასევე შეგახსენოთ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. კენჭისყრა გაიმართება გაეროში და იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება გადაწყვეტს რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას. ეს იქნება ძალიან რთული კენჭისყრა, გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ხმების ორი მესამედი“, - განაცხადა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner