logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
- +

7 აპრილი. 2022. 16:00

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

 

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს NATO-ს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოწვევისთვის, რაც წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგ გამოხატულებას. ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. NATO-ს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner