logo_geo
eng_logo
თურქეთში სამხედრო ავტომობილის აფეთქებას 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

10 აგვისტო. 2016. 12:26



გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამხედრო ავტომობილის აფეთქებას 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 - დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა.


ტერორისტული დაჯგუფება "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებმა საავტომობილო გზაზე წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ააფეთქეს, როცა გზაზე სამხედრო ავტომობილი მოძრაობდა.


ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებებმა პროვინციაში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner