გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, სამხედრო ავტომობილის აფეთქებას 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 - დაშავდა. მათი მდგომარეობა მძიმეა.
ტერორისტული დაჯგუფება "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრებმა საავტომობილო გზაზე წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს ააფეთქეს, როცა გზაზე სამხედრო ავტომობილი მოძრაობდა.
ადგილობრივმა სამართალდამცავმა უწყებებმა პროვინციაში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დაიწყეს.