logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა
- +

7 აპრილი. 2022. 16:50

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტს ნერგები ამჯერადაც ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ გადასცა. ფიჭვის, ტუიას, კვიპაროსის, ნეკერჩხლის ნერგები კასპის #4, #5 საბავშვო ბაღებს, სოფელ ხოვლეს და ქვემო გომის საჯარო სკოლებს გადაეცათ.

 

აქციას შეუერთდნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, კასპის #3 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ლორაქსი“ და სოფელ ხოვლეს სჯარო სკოლის პროექტის „ხელი შევუშალოთ გაუდაბნოებას“ წევრები.

 

ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და კასპის მუნიციპალიტეტის მერია მეხუთე წელია აქტიურად თანამშრომლობენ.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის „ორქისის“ ხელმძღვანელებს და აქციის მონაწილეებს ჯანსაღი გარემოს შექმნაში აქტიური დახმარებისთვის

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner