„NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
„NATO-ს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე.