„ლელოს“ ინიციატივა საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის“, – ასე შეაფასა სოზარ სუბარმა უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს“ მიერ რეზოლუციის პროექტის მომზადება.
საპარლამენტო უმრავლესობის წვერი აღნიშნავს, რომ „ლელო“ ვერანაირ რეზოლუციას ვერ მიიღებს.
„საქართველომ 2008 წელს სწორედ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სასამართლომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და სამი პირი ბრალდებულად ცნო, მათი დაპატიმრების ორდერიც გამოიცა. სასამართლო პროცესი და გამოძიება გრძელდება. დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრ პირს შეეხება. საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად, თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენს. საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს. რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.