logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვა პარტნიორებსაც, მათ შორის საქართველოს, რათა მათ გააძლიერონ თავიანთი მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობა
- +

7 აპრილი. 2022. 18:13

 

 

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვა პარტნიორებსაც, მათ შორის საქართველოს, რათა მათ გააძლიერონ თავიანთი მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„რაც შეეხება საქართველოს, შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner