„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვა პარტნიორებსაც, მათ შორის საქართველოს, რათა მათ გააძლიერონ თავიანთი მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„რაც შეეხება საქართველოს, შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.