logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკიმ „ლელოს“ ინიციატივას წმინდა წყლის პოპულიზმი უწოდა
- +

7 აპრილი. 2022. 18:14

 

 

„ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი - როდესაც ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ტრიბუნალს, რომ ეს დანაშაულები გამოიძიოს და დადოს დასკვნა, „ლელომ“ გადაწყვიტა, სანამ ტრიბუნალი დადებს დასკვნას, მათ თავად გააკეთონ დასკვნის ინიცირება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ რეზოლუციას უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე.

 

„მთავარია, რომ საზოგადოება კარგად იყოს ჩამოყალიბებული პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. ოპოზიცია, რომელზეც ვსაუბრობთ, აღარ არის ჩამოყალიბებული, საპარლამენტო ოპოზიციის ნიშნების მქონე სუბიექტი. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია დესტაბილიზაციაზე. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საერთოდ აღარ უნდა იყოს განხილული „ნაცმოძრაობის“ ან მისი სატელიტი ორგანიზაციების შემოთავაზებები საგარეო კუთხით, ეს იქიდან არ გამომდინარეობს, რომ მე, მამუკა მდინარაძე ან ირაკლი კობახიძე რაიმე პრინციპულ პიროვნულ მიუღებლობას განვიცდით ამ ადამიანების მიმართ. ამ აქტივობების არსი ყოველთვის მიმართული იყო დესტაბილიზაციისკენ. უტევენ მთავრობას, რეალური ამოცანა კი არის ქვეყნის დესტაბილიზაცია. ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი - როდესაც ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ტრიბუნალს, რომ ეს დანაშაულები გამოიძიოს და დადოს დასკვნა, „ლელომ“ გადაწყვიტა, სანამ ტრიბუნალი დადებს დასკვნას, მათ თავად გააკეთონ დასკვნის ინიცირება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner