„იმის თქმა, რომ ჯანმო უახლოეს კვირებში ან 2-3 თვის განმავლობაში მთელ მსოფლიოში პანდემიის დასასრულს გამოაცხადებს, ჯერჯერობით ადრეა“, - ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ განაცხადა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ბევრ ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ზრდა ჯერ კიდევ გრძელდება. ასეთი ქვეყნებია გერმანია, სამხრეთ კორეა და ა.შ.
„რაც უფრო მეტი დრო გადის, ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა თანდათან იკლებს. ვფიქრობ, იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოვთვალე, „ომიკრონი“ გამოწვეული პანდემიის ტალღა ალბათ მომდევნო თვის განმავლობაში მინიმუმამდე დავა. ასევე, თუ მაისის ბოლოსთვის ვნახეთ, რომ ახალი მუტაცია არ არის და „ომიკრონით“ გამოწვეული ბოლო ტალღები ყველა ქვეყანაში უკვე სტაბილურ მდგომარეობამდე მიდის, მაშინ იმის უფრო მეტია შანსია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის მოვისმინოთ, რომ პანდემია დამარცხებულია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ბოლო წელიწადნახევარში პირველად, საქართველოში არცერთი კოვიდინფიცირებული არ გარდაცვლილა.