„პატრიოტთა ალიანსი“ მიმართულია იმისკენ, რომ თავისი ნიში მოძებნოს ამ შექმნილ რთული სიტუაციაში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების განცხადებები მეორე მხარის მიმართ არ არის გულწრფელი - ყალბია, ვინაიდან თვითონ არანაკლები ზიანი აქვთ ქვეყნისთვის მიყენებული. მეორე მხრივ თვითონ „პატრიოტთა ალიანსი“ და მათი აქტივობა მიმართულია იმისკენ, რომ თავისი ნიში მოძებნოს ამ შექმნილ რთულ სიტუაციაში და არანაკლებ მავნებლურია ეს პოზიცია, ვიდრე მეორე მხარის, „ნაციონალური მოძრაობის“. ასე რომ, ერთნი ცდილობენ, ფსევდო დასავლური პოზიციით გაიმაგრონ პლატფორმა, საქართველოში ახალგაზრდები შეიყვანონ შეცდომაში და ქვეყანას ზარალი მიაყენონ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.