logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე შინდისის გმირებს პატივს მიაგებს
- +

10 აგვისტო. 2016. 12:44



11 აგვისტოს, 11 საათზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებს შინდისის გმირებს.


2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურის მახლობლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის 17 ჯარისკაცი რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და გმირულად დაიღუპა. რუსებმა ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენეს.


სოფელ შინდისში იქაური მოსახლეობისა და უკანდახეული ქართული ქვედანაყოფების დასაცავად თავი გასწირეს და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გმირებად შევიდნენ სენაკის ბატალიონის წევრები: მიხეილ დვალიშვილი, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, კახა კოშაძე, ფელიქს კაკაურიძე, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, თეიმურაზ ბერიძე, თამაზ მელქაძე, შმაგი კუპატაძე, ირაკლი ჯანელიძე, ამირან ბარამია, ნიკოლოზ ფორჩხიძე. შინდისელი გმირების უკვდავსაყოფათ აღიმართება მემორიალი, რომლის შექმნაშიც თავისი წვლილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმაც შეიტანა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner