რიო დე ჟანეიროში უცნობმა პირებმა ჟურნალისტებით სავსე ავტობუსს ქვები დაუშინეს. ჟურნალისტები აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით ოლიმპიადის სპორტული ობიექტების მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. შედეგად მედიის ორი წარმომადგენელი მსუბუქად დაშავდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.