logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: კაკაფონია აქვთ ატეხილი, ოღონდ თავისი ქვეყანა დააზარალონ
- +

7 აპრილი. 2022. 22:12

 

 

„ისეთი კაკაფონია აქვთ ატეხილი, ოღონდ თავისი ქვეყანა დააზარალონ, დააკნინონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ავტორიტეტი, ყველაფერზე მიდიან აქაური ვაი ჟურნალისტები, ვაი პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსები უკრაინაში“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, გუშინ ღამე ერთმა ვაი ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რაღაც სამხედრო მანქანების კოლონა მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

„აღმოჩნდა, რომ თურმე ამ კოლონას დაახლოებით 10 დღის უკან გამოუვლია რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მანქანების მესაკუთრე სომხური კომპანია ყოფილა, რეგისტრირებული სომხეთში და რუსეთის ფედერაციიდან გადაჰყავდა სომხეთში ნახმარი რუსული სატვირთო მანქანები. ამ უმსგავსობაზე, სიცრუეზე და ფეიკ ინფორმაციის გავრცელებაზე ყოველთვის ვახდენთ შესაბამის რეაგირებას, სამწუხაროა, რომ ამან სისტემური ხასიათი შეიძინა, ყველაზე უფრო სამწუხაროა, რომ შენი მეგობარი ქვეყყნის მაღალჩინოსნები და მთავრობის მესვეურები არიან ჩართული ამ საქმეში“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner