უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
„რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება ახლახან შეუჩერდა. ომის დამნაშავეების ადგილი არ არის გაეროს ორგანოებში, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას. მადლობა ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა გენერალური ასამბლეის რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩია“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.