logo_geo
eng_logo
პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გაჩენილი ხანძარი ადმინისტრაციულ ქალაქს უახლოვდება
- +

10 აგვისტო. 2016. 13:04



პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, ტყეის მასივზე  ძლიერი  ხანძარი გაჩნდა, რომელიც ადმინისტრაციულ ქალაქს უახლოვდება. კუნძულიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პოპულარულ საკურორტო ზონაში 27 სახლი, მათ შორის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროც იწვის.


კვამლით მოწამლული ათობით ადგილობრივი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძლიერი ქარის გამო, კვამლი აეროპორტის ტერიტორიაზეც გავრცელდა, რის გამოც რეისები შეფერხდა.


სტიქიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.


ხანძრის ჩაქრობას 4 ათასამდე მეხანძრე და 26 ვერტმფრენი ცდილობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner