logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: დონბასში დიდ ბრძოლას, რუსეთის დიდ შეტევას ველოდებით
- +

7 აპრილი. 2022. 22:28

 

 

დონბასში დიდ ბრძოლას, რუსეთის დიდ შეტევას ველოდებით, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„რასაც ვხედავთ, რუსული ძალების გადაჯგუფება და გადაადგილებაა, ჩრდილოეთ უკრაინიდან გასვლა, თუმცა ამავე დროს ამ ძალების აღმოსავლეთისკენ გადაადგილება. დონბასში დიდ ბრძოლას, რუსეთის დიდ შეტევას ველოდებით. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დღეს უკრაინის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობას და ეს იყო ასევე, რა თქმა უნდა, მინისტრ კულებას გზავნილი. ეს არის ასევე მიზეზი, რის გამოც ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ ამ ომის სწრაფად დასასრულებლად. ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, მაგრამ ასევე თვეებისა და შესაძლოა წლების განმავლობაშიც და ამიტომ ჩვენ კიდევ ბევრისთვის უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ „დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“.

„დონბასისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მან მაქსიმალურ მასშტაბებს ჯერ არ მიაღწია. უკრაინის ამ მხარეში ყოველდღე უმძიმესი ბრძოლები იმართება და, სამწუხაროდ, წინ კიდევ ბევრია. დონბასისთვის ბრძოლა მოგაგონებთ მეორე მსოფლიო ომს, დიდი ოპერაციებით, მანევრებით, ათასობით ტანკის, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავებისა და არტილერიის მონაწილეობით. ეს არ იქნება ლოკალური ოპერაცია. რუსეთს აქვს თავისი გეგმა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ბრძოლის ველზე გადაწყდება შედეგი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner