დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყანა შემდეგი 8 წლის განმავლობაში 8 ახალო ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს.
ბორის ჯონსონის განმარტებით, ეს გაერთიანებულ სამეფოს რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.
„ჩვენ ზოგიერთ წარსულ შეცდომებს ვასწორებთ. უკვე ვეღარ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზზე იყოს დამოკიდებული“, - განაცხადა ჯონსონმა.