logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე: ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობს“
- +

8 აპრილი. 2022. 00:07

 

 

როდესაც ელჩის გაწვევა მოხდა, ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობს“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

მისი თქმით, უკრაინის ​ელჩის გაწვევის საქმეში შეიძლება ბევრი ფაქტორი ჩაერთოს.

„ერთი ეს იყო საზოგადოებაში ემოციური ფონის შეცვლა, შეიძლება პიროვნული ანგარიშსწორება, შეიძლება იყოს ქვეყნის გარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობა და ა.შ. ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია პრობლემის სათავე, სათავე კი არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი უკრაინაში არიან ხელისუფლებაში და ეს თანხვედრა საბოლოო ჯამში წარმოშობს პრობლემას. მაგრამ, წარმოშობს პრობლემებს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში და ძალიან მცირე დოზით - საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner