ნატოს წევრ ქვეყნებს იცავს ნატოს წესდება მე-5 პუნქტი - ისინი ამ იმუნიტეტით სარგებლობენ. ჩვენ ეს არ გვიცავს. შესაბამისად, როდესაც ჩვენგან ითხოვენ იმავეს, რასაც ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ამით ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] კიდევ ერთხელ აჩვენებენ იმას, რომ მათ სურთ ომი საქართველოში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ვგულისხმობ მათ რიტორიკას და ასევე კონკრეტულ პროვოკაციებს, რომლებიც მათ შემოგვთავაზეს: თვითმფრინავის საკითხი, მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი, იგივე ის ნაბიჯები რასაც ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან - ელჩის გაწვევა და ა.შ. - ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად გვიბიძგონ ომში ჩართვისკენ, რასაც არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება შევყვეთ ამ პოლიტიკურ ძალას [„ნაციონალურ მოძრაობას“] იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.