logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ შეიძლება ამ პოლიტიკურ ძალას შევყვეთ იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი
- +

8 აპრილი. 2022. 00:12

 

 

ნატოს წევრ ქვეყნებს იცავს ნატოს წესდება მე-5 პუნქტი - ისინი ამ იმუნიტეტით სარგებლობენ. ჩვენ ეს არ გვიცავს. შესაბამისად, როდესაც ჩვენგან ითხოვენ იმავეს, რასაც ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ამით ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] კიდევ ერთხელ აჩვენებენ იმას, რომ მათ სურთ ომი საქართველოში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ვგულისხმობ მათ რიტორიკას და ასევე კონკრეტულ პროვოკაციებს, რომლებიც მათ შემოგვთავაზეს: თვითმფრინავის საკითხი, მოხალისე მებრძოლების გაგზავნის საკითხი, იგივე ის ნაბიჯები რასაც ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან - ელჩის გაწვევა და ა.შ. - ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რაღაცნაირად გვიბიძგონ ომში ჩართვისკენ, რასაც არცერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება შევყვეთ ამ პოლიტიკურ ძალას [„ნაციონალურ მოძრაობას“] იმ დღის წესრიგში, რომლის საბოლოო შედეგი არის ომი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner