logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ქვეყანა არ იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოყენებული - ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა
- +

8 აპრილი. 2022. 00:43

 

 

რეალურად სანქციებთან მიერთება და სანქციების დაწესება პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ერთადერთი რა არის აქ მნიშვნელოვანი - ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, იგივე საერთაშორისო პარტნიორები, რომ საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, რომელიც გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ კუთხით ჩვენ ყურადღებას ვიჩენთ. იგივე ეროვნულ ბანკს ჰქონდა შესაბამისი გადაწყვეტილებები და ა.შ. ქვეყანა არ იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის გამოყენებული, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ რაც შეეხება სანქციების დაწესება-მიერთებას, ამაზე ჩვენ განცხადება გავაკეთეთ. რაც შეეხება სამხედრო ტვირთებს, მუდმივად კონტროლდებოდა ყველა ტვირთი და ბუნებრივია გაგრძელდება და რა ინფორმაციაც გავრცელდა, ეს არის აბსოლუტური ფეიკი და არავითარი კავშირი არა აქვს რეალობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner