logo_geo
eng_logo
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს
- +

8 აპრილი. 2022. 01:19

 

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს.

სანქციები წესდება ოლიგარქების, რუსი პროპაგანდისტების, უსაფრთხოებისა და სამხედრო აპარატის წევრებისა და ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სექტორში არსებული სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან.

გარდა ამისა, სანქციები მოიცავს:

  • რამდენიმე რუსული ბანკის აქტივების გაყინვას
  • რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას
  • რუსეთში იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს
  • რუსეთში ექსპორტის აკრძალვას
  • რუსეთიდან 5.5 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტის აკრძალვას: ნედლეული და კრიტიკული მასალები
  • რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner