გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს რუსეთისთვის კიდევ ერთი სასჯელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. მადლობა პარტნიორებს სოლიდარობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კოორდინირებული ზეწოლა რუსეთზე ყველა საერთაშორისო ფორუმზე. უნდა ვაიძულოთ რუსეთი მშვიდობა ეძიოს!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.