logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან - რუსეთის ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის
- +

8 აპრილი. 2022. 01:58

 

 

რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან, რუსეთის ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„მივესალმები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გაგდებას. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ აქცია პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო დონეზე გარიყულად“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი ისტორიული კენჭისყრის შემდეგ, რუსეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში ან ვერ გაავრცელებს იქ დეზინფორმაციას მაშინ, როდესაც საბჭოს საგამოძიებო კომისია იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებს.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა შეაჩერა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი 93-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 24 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 56-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner