logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: რიგი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში შემცირდა და დღეს არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში
- +

8 აპრილი. 2022. 11:20

 

 

ინფექციური კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა სტაბილური და დადებითია. მისი თქმით, შემცირებულია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი. მისივე თქმით, ვირუსი არ სად არ წავა, თუმცა ადამიანებს მოუწევთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება და ეს იქნება გრიპის ვირუსის მსგავსი. თენგიზ ცერცვაძემ შემთხვევების კლების მაჩვენებლების შესანარჩუნებლად მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ.

 

„ეპიდსიტუაცია ამჟამად სტაბილურია, მე ვიტყოდი, რომ კარგია. დღიურად საშუალოდ ფიქსირდება 400-ის ფარგლებში ახალი შემთხვევა და რაც ყველაზე სასიხარულოა, მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის მინიმალური. რიგი სუფთა სამედიცინო კლინიკური ღონისძიებებით, კერძოდ ავადმყოფების ე.წ. პროაქტიული მკურნალობით, სხვადასხვა მედიკამენტით მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან შემცირდა და დღეს არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner