ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად დაზვერვის ინფორმაციას აწვდის. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ოსტინს ჰკითხეს, აწვდის თუ არა შეერთებული შტატები სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინას, რათა დაეხმაროს თავდასხმების განხორციელებაში რუსული ძალების წინააღმდეგ, რაზეც ამერიკის თავდაცვის მდივანმა ღიად განაცხადა, რომ ეს სიმართლეა.