logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სტუდიებში სცემენ ოპონენტებს, ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი
- +

8 აპრილი. 2022. 11:26

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ნაცმოძრაობა“ რომ სოროში აღარ ზის და ეს მართლა სამშობლოს გამყიდველები ამდენს რომ ბედავენ, აი, ესაა „ქართული ოცნების“ უდიდესი და გამოუსწორებლი დანაშაული. რომ არა „ქართული ოცნების” ღალატი, დღეს „ნაცმოძრაობის“ აჩრდილიც არ იქნებოდა, მაგრამ ახლა აჩრდილი კი არა, სტუდიებში სცემენ ოპონენტებს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ და სახელისუფლებო არხების იმ ჟურნალისტებს ვეუბნები, სოხუმსა და ცხინვალზე ერთი სიტყვა რომ არ დაუძრავთ და ახლა ზელენსკიზე რომ აბოდებთ“, - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner