„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ ჭიაბერაშვილი დაკომპლექსებულებად გვაცხადებდა ყველას, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური მიუღებლობა გვაქვს.
„ნაცების კომპლექსი“ – რაღაც ასეთი ფენომენი მოიგონა, რომ თავი გონიერად გაასაღოს. არ არსებობს არანაირი კომპლექსი.
არსებობს ზომბი პარტია – სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც აღარ აქვს არც ტვინი! არც ღირებულები! არც ხედვა! მხოლოდ მისი დაზომბებული ლიდერის კონდიციაზეა მიბმული და კონვულსიურ მოძრაობებს აკეთებს.
(აწებებული ჰყავს ის ოპორტუნისტები, რომლებიც 5 ნომრის ქვეშ სამსახურის შოვნას აპირებენ – უნიჭოები არიან და სხვანაირად თავს ვერ ირჩენენ). ეს ზომბი უნდა განადგურდეს.
დემოკრატიული დღის წესრიგი გაძლიერდეს და დემოკრატიული სივრცე გაფართოვდეს. ასე მოხდება ცვლილება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერა ექნება“, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.