უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბევრი ქართველი ომში საბრძოლველად წავიდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე მოხალისეები.
მათი ნაწილი ცხელ წერტილში იმყოფება და იქიდან ინფორმაციას მუდმივად აცნობენ საზოგადოებას. თუმცა როგორც დღეს უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ვანო ნადირაძემ „ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი მხოლოდ სახელის გამო ჩადის უკრაინაში, რეალურად კი არაფრის გამკეთებლები არიან.
აღნიშნულ თემაზე გამოაქვეყნა პოსტი გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმაც. ის კობა ხაბაზსა და გია ბარამიძეზე წერს და ამბობს, რომ დამაჯერებლობისთვის კარგი იქნება, თუ „ფეხსაცმელზე ტალახს მაინც წაისვამენ”.
„ფეხსაცმელზე ცოტა ტალახი მაინც წაისვით ხოლმე“, - წერს აგულაშვილი.