logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვულოცავ! იდღეგრძელოს! წეროს! წარმატებები ლაშას!!!
- +

8 აპრილი. 2022. 12:33

 

 

„ჰეი, ბიჭო, სამშობლოსთან, არაფერი შეგეშალოს!“

 

ამ შეძახილის და მსგავსი, სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი, ლამის აფორიზმად ქცეული არაერთი სტრიქონის, პატრიოტული ლირიკის და სამოქალაქო პოეზიის მართლა განსაცვიფრებელი ლექსების ავტორი გახლავთ უნაღდესი პოეტი ლაშა  ნადარეიშვილი.

 

7 აპრილი მისი დაბადების დღეა.

 

ვულოცავ!

იდღეგრძელოს!

წეროს!

 

არაფერს ვამბობ მასზე, როგორც რედაქტორზე, მის გაზეთზე, რომელიც ორშაბათობით გამოდის და რამდენიმე საათში ელვისებურად ჰქრება ჯიხურებიდან. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ შესაძლოა არ იზიარებდე გაზეთის ავტორთა ზოგიერთ მოსაზრებას თუ ტონალობას, მაგრამ ფაქტია: მრავალი ათეული წლის მანძილზე  „ასავალ-დასავალი“ პოპულარობით, გავლენით, ჟღერადობით, ტირაჟით ბეჭდური მედიის გამოკვეთილი ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და ამ რეალობას გაზეთის არაკეთილმოსურნენიც კი აღიარებენ.

 

ამ ურთულეს დროში ამის მიღწევა მხოლოდ დამფუძნებელ-რედაქტორის პირადი თვისებებით - იდეისა და პროფესიისადმი გამოკვეთილი ერთგულებით, მიზანსწრაფვით, ფანტასტური შრომისმოყვარეობით, შემოქმედისა და ორგანიზატორის ნიჭით და ლიდერის გამოკვეთილი უნარით არის შესაძლებელი.

 

მოსწონს ეს გაზეთი და მისი თავკაცი ვინმეს თუ არა, ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა!

 

და, ბოლოს,  ერთი ლაშასეული შეკითხვა ქართველ საზოგადოებას:

 

„მიპასუხე, ქართველო:

მამული ვინ არია?

სვეტიცხოვლის გამთლელო,

ესენი ვინ არიან?!“

 

წარმატებები ლაშას!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner