ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რეფერენდუმის არდანიშვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებითა და განცხადებით NATO-ში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ გამართული რეფერენდუმის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
„ახლა წავიკითხე პრეზიდენტის განცხადება რეფერენდუმის არგამართვის შესახებ და როგორც ჟურნალისტს, გამიჩნდა კითხვა, როდესაც პრეზიდენტი ბრძანებს რომ, რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და ოკუპაციის პირობებში ეს შეუძლებელია, ამ განცხადებით ბატონი პრეზიდენტი აყენებს თუ არა საფრთხის ქვეშ ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც ჩატარდა სწორედაც რომ, ოკუპაციის პირობებში?... პირველი, საქართველოს მოსახლეობის ნებას გახდეს ჩვენი ქვეყანა NATO-ს წევრი და მეორე... საქართველოს ამჟამინდელი საკანონმდებლო აღმასრულებელი და თავად საპრეზიენტო ინსტიტუტის ლეგიტიმაციას?.. (რეფერენდუმი პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის 150 დეპუტატით განსაზღვრაზე).
ჩემამდე არ დადის, რატომ დააყენა ეჭვის ქვეშ საკუთარი განცხადებით პრეზიდენტმა ეს ყველაფერი და სწორედ რომ რუსეთს მისცა სალაპარაკო, რომ თურმე, ჩვენი რეფერენდუმი NATO-ში საქართველოს შესვლის აუცილებლობაზე ყოფილა ფიქცია და რომ ყველაზე მთავარი, საქართველოს პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება არალეგიტიმურია და მათ მიერ მიღებული ყველა კანონი და საკანონმდებლო აქტი არის ფიქცია?",- წერს ფოფხაძე.