logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე აკია ბარბაქაძეს: კიდევ გინდათ საქართველოს სისხლის მორევში აცურება?! კი ბატონო, ნაბრძოლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ იმ ბრძოლებში ნანახმა გამოცდილებამ ამ ხნის კაცს ვეღარაფერი გასწავლათ?
- +

8 აპრილი. 2022. 12:38

 

 

„ამ ბატონმა მის ძმაკაცებთან ერთად ერთხელ უკვე „კარგი“ ამბავი დააწია საქართველოს, როდესაც კანონიერ ხელისუფლებას ტყვიებია დაუშინა და მერე ამის გამო მთელმა ქვეყანამ სისხლში იბანავა!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აკია ბარბაქაძის განცხადებას, რომელიც მან „ფორმულას“ ეთერში კახა კალაძის მისამართით გააკეთა.

 

„პატივცემულ აკიას ეტყობა, დღემდე ვერ გაუცნობიერებია, რომ სწორედ მათმა ნებსით თუ უნებლიე ქმედებებმა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და პირადმა ამბიციებმა რომ ჩაუყარა საფუძველი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხელყოფას რუსეთის მიერ! და ერთი რამ მინდა ვკითხო: კიდევ: ნუთუ დღემდე ვერ შეუგნია მას, რომ სწორედ რუსეთიდან მართული რუსული იარაღით რომ უშენდა „კალაშნიკოვს“ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მისი შედეგია გარკვეულწილად ის ამბები, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ტრიალებს?!

 

ახლა კიდევ გინდათ საქართველოს სისხლის მორევში აცურება და სრულიად საქართველოს გაქრობა?! კი ბატონო, ნაბრძოლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ იმ ბრძოლებში ნანახმა გამოცდილებამ ამ ხნის კაცს ვეღარაფერი გასწავლათ?! არ გახსოვთ ასეთმა „ურა“ პატრიოტიზმმა რა დამართა და სანამდე მიიყვანა ქვეყანა?! დაფიქრდით ცოტათი მაინც, დაფიქრდით! მძიმე მარხვაა, მძიმე!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner