„ახლა მიმდინარეობს NATO-ს მინისტერიალი, სადაც რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი ადგილი უჭირავს. გამომდინარე აქედან, ჯერჯერობით იმაზე უფრო მყარი გარანტია დაცულობისა, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს და ამავდროულად განვითარებისა, თუ არა ევროატლანტიკურ სივრცეში, არ არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„სხვა განცხადებები ვერ აღიქმება სახელმწიფო პოლიტიკურ განცხადებებად - ეს შეიძლება იყოს გარკვეული პიროვნებების მიერ გაკეთებული განცხადებები, ზოგ შემთხვევაში პროვოკაციული ხასიათის მატარებელი, როგორც ეს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.