logo_geo
eng_logo
ევროპალატის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს
- +

8 აპრილი. 2022. 15:59

 

 

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ევროპალატის დირექტორთა საბჭოს მიერ გამართულ სხდომაში, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგების ეკონომიკური გავლენა ევროპისა და ევროპალატის წევრ ქვეყნებზე, ასევე ევროკავშირის, მეზობელი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროპალატისა და მისი წევრი ქვეყნების როლის მნიშვნელობას უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის კუთხით და ასევე, ერთობლივ ინიციატივებს ომის შედეგად დაზარებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერა ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.

 

შეხვედრისას, ასევე, განიხილეს ევროპალატის 2022 წლის ბიუჯეტი, ევროპალატის წესდებასა და პროცედურულ ნორმებში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომლის წარდგენაც ევროპალატის რიგით 131-ე გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner