logo_geo
eng_logo
მოლდოვა არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
- +

8 აპრილი. 2022. 16:51

 

 

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და საოკუპაციო რეჟიმის განზრახვის შესახებ, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვის გზით.

 

მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია:

 

„მოლდოვა არ აღიარებს 10 აპრილს ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში, საქართველო დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს და ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას საქართველოს აღნიშნულ რეგიონში ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების განზრახვასთან დაკავშირებით და ვგმობთ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დებულებებისა და პრინციპების დარღვევას, რომლებიც მოცემულია გაერო-ს ქარტიასა და ჰელსინკის ფინალურ აქტში.

 

ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს მოლდოვას რესპუბლიკის მტკიცე პოზიციას - დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციის ან ანექსიის ნებისმიერი მცდელობა წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner