logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი პოზიციას იცვლის
- +

10 აგვისტო. 2016. 14:30



თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში ღიად დაწერა, რომ „ოდეერების" საკითხზე მთავრობის სხდომაზე ლევან იზორიასთან იმიტომ იკამათა, რომ ის კანონპროექტს მხარს არ უჭერდა. შემდეგ კი ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მასსა და ლევან იზორიას შორის დაპირისპირება არ არსებობს. აზრთა სხვადასხვაობა კი მხოლოდ ე.წ. ოდეერების თემას ეხება.


ხიდაშელის განცხადებას უპასუხა მოქმედმა მინისტრმა. ლევან იზორიას თქმით, არსებობს უტყუარი ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს რესპუბლიკელებიც უჭერდნენ.


„ხშირ შემთხვევაში ეს წარმომადგენლობა დამოკიდებულია მათ ნებაზე, სურვილზე ჰყავდეთ თუ არა ერთგვარი საკონსულტაციო და დამხმარე ფუნქციას ასრულებს. სწორედ ეს ჩაიწერა კანონში, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის აქტიური მონაწილეობით", - განაცხადა ლევან იზორიამ.


თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ყოფილი დღეს კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით გააკრიტიკა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის ყველა ნაწილში სადაც აქამდე იმყოფებოდა გარკვეული პრობლემები დახვდა. მთავარ პრობლემას იზორია ჯარისკაცთა კვებასა და სამხედრო ფორმებში ხედავს. ამ პრობლემების არსებობა დაადასტურა გენერალური შტაბის ხელმძღვანელმაც.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner