logo_geo
eng_logo
კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან მემორანდუმები გააფორმა
- +

8 აპრილი. 2022. 18:25

 

 

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია  კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დახმარების მიმღებთათვის მედიკამენტების მიწოდების ყოველდღიური შეღავათიანი ტარიფებით უზრუნველყოფა. 

 

მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელში შეღავათიანი ტარიფებით შეიძენენ კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ მერიის სოციალური პროგრამის დახმარებით.

 

„საქართველოს მთავრობისთვის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე  ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის,  მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა პრიორიტეტია  და  მემორანდუმიც ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები მემორანდუმის ფარგლებში შეძლებენ შეღავათიანი ფარმაცევტული სერვისის მიღებას, რაც მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner