logo_geo
eng_logo
„უცნობი“: უკრაინა არის მტრული სახელმწიფო, ნაგვები! მათ უფრო მძაფრად უნდა ვუპასუხოთ
- +

8 აპრილი. 2022. 18:36

 

 

მსახიობმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ უკრაინას მტრული სახელმწიფო უწოდა გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე.

 

„აქ, 26 მაისს ვინც ბუჩა მოაწყო, ის დანიშნეს დაზვერვის უფროსის მოადგილედ და ყველაფერს განკარგავს, განუბაჟებელი კაცი გამოგვიგზავნა – კაცი საზღვარს რომ გადმოლახავს ისე, რომ ვითომ ის საზღვარი არც არსებულა, ეს რა არის?! იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?! ეს მტრული სახელმწიფო არ არის?! მე ხალხსა და იმ მოსახლეობაზე, რომელიც ამ ყველაფერს შეწირულია, ლაპარაკი არ მაქვს. ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ვისაც ფეხებზე არ ჰკიდია და მშვიდობა უნდათ იმას აქ ებრძვიან.

 

„არესტოვიჩის ინტერვიუ ვნახე, შეგვეძლო, ხალხი გაგვეყანა, ვიცოდით, ომი როდის დაიწყებოდაო და არ გავიყვანეთო, იმიტომ, რომ ტანკები ვერ გაივლიდნენო. თქვენ წარმოგიდგენიათ, უკრაინის ხალხს რა ხელისუფლებასთან უწევს თანაცხოვრება?

 

გია დვალი რომ იძახის, არაფერი ხდებაო… ეს სიმშვიდე რასაც ვიცავთ, არავის დამსახურებაა?.. უკრაინის უშიშროების მდივანმა თქვა, დაიწყეთ ომიო. ეს როგორ არის არარაციონალური შიში, გია დვალმა მითხრას, რას ჰქვია ირაციონალური შიში. ცხრა მთას იქით რომ ცხოვრობ, ჩამოდი და აქ გააკეთე განცხადებები, მე შეგიშალე ხელი ფიზიკაში?..

 

უკრაინას უფრო მძაფრად უნდა ვუპასუხოთ. ეს რა უქნიათ! შეეძლოთ გადაერჩინათ მილიონობით ბავშვი… პანიკა რომ არ გამოგვეწვია, არ ვთქვით, ომი როდის იწყებოდაო. ასე აზროვნებენ ნაცებთან ერთად, აქაც ისინი არიან და იქაც. მეცოდება ის ხალხი, ისინი ჩემი დები და ძმები არიან, მაგრამ იქ არანაირი ხელისუფლება არ არის. მათი ხელისუფლება რაცაა, დიდი ხანია, გავშიფრე. მტრული სახელმწიფო არ არის? ყველანი ნაგვები არიან. აბუჩად იგდებენ ხალხს. არც ერთი პროპაგანდის არ მჯერა“, - განაცხადა „უცნობმა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner